0
მენიუ
banner banner
AI IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

ფორმატი
ფიზიკურად+ონლაინ
2.5 თვე • 18 შეხვედრა • 42 სთ
თარიღი
13 თებერვალი
სამშაბათი - 20:00 - 22:00 სთ პარასკევი - 20:00 - 22:00 სთ
ღირებულება
1390 ₾
განვადებით: 43 ₾-დან
მომდევნო ჯგუფი
თარიღი 2 აპრილი
გრაფიკი
ორშაბათი 20:00-22:00 სთ ხუთშაბათი 20:00-22:00 სთ
ღირებულება
1390 ₾



გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანი

გრაფიკული დიზაინი არის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი სფერო ჩვენს რეალობაში, ამიტომ მოგვეთხოვება, რომ მუდამ ვიყოთ კონკურენტუნარიანები ჩვენი ცოდნით და შესაძლებლობებით. 

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.


გრაფიკული დიზაინის კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ გექნებათ გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop და Adobe Illustrator) ტექნიკური ცოდნა და Adobe Indesign-ის პროგრამის ძირითადი პრინციპები. საკუთარი იდეების დამუშავებისა და გაცოცხლებისთვის. 

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ: 

  • Adobe Photoshop-ის, Adobe Illustrator-ისა და Adobe Indesign პროგრამების საფუძვლები
  • საბეჭდი და ვებ-მასალის მომზადება
  • ბრიფის მიხედვით კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობა
  • მიღებული საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროექტზე მუშაობა
  • მარტივი და ეფექტური გზებით გამართული და პრეზენტაბელური დიზაინის შექმნა


ლექტორის შესახებ:

  • გიორგი ვართუმაშვილი არის გრაფიკოს დიზაინერი/ილუსტრატორი, რომელიც უკვე 6 წელია ამ სფეროში მუშაობს. ამჟამად დასაქმებულია სარეკლამო სააგენტო „სმარტ ვებ“-ში;
  • მისი ნამუშევრები მოიცავს სხვადასხვა სტილის ილუსტრაციებს, მათ შორის სარეკლამო პოსტერებს, NFT-პროექტებს და შეფუთვის დიზაინებს;
  • გიორგის გრაფიკული პორტფოლიო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://dribbble.com/Vartumashvili


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

დაკავშირებული პროფესიები

გრაფიკული დიზაინერი UX/UI დიზაინერი UX მკვლევარი ილუსტრატორი ვიზუალური დიზაინერი გრაფიკული ილუსტრატორი ციფრული ილუსტრატორი

კურსის შეფასებები

ძალიან კარგი კურსი იყო, დიდი ცოდნა და გამოცდილება მომცა, რაც განსაკუთრებით ლექტორის დამსახურება იყო ის მაქსიმალურად ცდილობდა ჩვენთვის ცოდნის გაზიარებას.
ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ამ კურსზე სწავლა. საოცარი სტაფის და საოცარი ლექტორის დახმარებით შევძელი პროფესიის სრულყოფილად შესწავლა და ჩემი შესაძლებლობების განვითარება. საუკეთესოები ხართ.
კურსზე მარტივად და გასაგებად იყო ახსნილი, როგორც პროგრამების ტექნიკური, ასევე თეორიული ნაწილი. პრაქტიკული დავალებები საინტერესო იყო და გვაძლევდა საშუალებას ცოდნა რეალურ სამუშაო პროცესში გამოგვეყენებინა. მთლიანობაში, კურსი ძალიან საინტერესო, ინფორმატიული და ეფექტურია.
სრული გულწრფელობით ვწერ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ გარემოთი, თანამშრომლებით, ლექტორით, ლექციებითა და მართლა ყველაფრით. ყველასთან ვამბობ ამას და ყველას ვურჩევ თქვენს კურსებს.
გულწრფელად შემიძლია ვთქვა რომ არცერთხელ კურსთან დაკავშირებით უარყოფით აზრი არ გამივლია. ერთადერთი გულისწყვეტა ის იყო, რომ კურსი დარსრულდა. მადლობა დიდი ყველაფრისთვის.
ლექტორის მიდგომა ძალიან პროფესიონალური და სტუდენტზე ორიენტირებული იყო, რაც სწავლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა.
საუკეთესო ლექტორია, ვისთანაც შეხება მქონია, პროფესიონალი, მეგობრული და ყურადღებიანი.
თავიდან არარეალისუტრად მიმაჩნდა სამი პროგრამის ერთ კურსში გავლა, თუმცა კურსის ბოლოს შევძელით ძირითადი უნარების შეძენა სამივე პროგრამის მიმართულებით. ლექციები, განსაკუთრებით კი, პრაქტიკული ნაწილიც იყო ძალიან საინტერესო. მადლობა გიორგის და სმარტ აკადემიას <3
იდეალური იყო, super cool. ზუსტად ის წავიღე კურსიდან, რაც მსურდა და შინაარსობრივადაც იდეალურად მომერგო კურსი.
საუკეთესოა გიორგი, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. მთელი ენერგია და პროფესიონალიზმი ჩადო ჩვენს კურსში.
ვთვლი რომ კურსი და სასწავლო პროგრამა იყო მაქსიმალურად კარგად დაორგანიზებული. კურსმა მოლოდინები ნამდვილად გამიმართლა.
პირველ რიგში მადლობა ყველაფრისთვის ❤️ ყველანი ძალიან დადებითები და მობილიზებულები ხართ ჩვენი სწავლის პროცესის ეფექტურად წარმართვაში. ლექტორი საოცარი ადამიანი და სპეციალისტი. ყოველთვის მზად არის რომ დაგეხმაროს . ამომწურავად გვცემდა პასუხს ყველა კითხვაზე და მერე კიდევ აზუსტებდა გასაგები იყო თუ არა ❤️
მე უზომოდ კმაყოფილი ვარ კურსით. ლექტორი კი თავისი საქმის პროფესიონალია. მე ვფიქრობ მისი დამსახურებაა ეს პროფესია რომ შევიყვარე.
კურსით ძალიან კმაყოფილი ვარ. სასწავლო მასალა კარგად იყო სტრუქტურირებული და ეტაპობრივად მიმიყვანა შედეგამდე. განსაკუთრებით მომეწონა, რომ პრაქტიკული დავალებები რეალურ პროექტებზე იყო დაფუძნებული და ლექტორი დეტალურ, გასაგებ ინსტრუქციებსა და შეფასებებს გვაძლევდა. ბევრ ახალ ტექნიკასა და პროგრამულ უნარს დავეუფლე, რამაც თავდაჯერებულობა შემმატა. მთლიანობაში, კურსმა სრულიად გაამართლა ჩემი მოლოდინები.
კურსი სრულყოფილადაა გამართული იმისთვის, რომ გაააგრძელო საქმიანობა გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზე.
ვფიქრობ კარგი შესაძლებლობა არის როგორც დამწყებთათვის ასევე იმათთვის ვინც უკვე გარკვეულია. საბოლოო ჯამში გამოვიდა ის რაც ჩანაფიქრი მქონდა. საუკეთესო ლექტორი გყავთ ყველა წვრილმანს ხსნის გასაგებ ენაზე.
ვფიქრობ ყველაფერი საკმაოდ კარგი იყო, დროში სწორედ განაწილებული და ინფორმაციული.
ძალიან კმაყოფილი ვარ აღნიშნული კურსით, არ მეგონა თუ ასეთ მოკლე დროში შევძლებდი პროგრამების გაცნობას. ტექნიკური კუთხით შეხვედრები საკმაოდ გამართული და მოწესრიგებული იყო. გიორგი არაჩვეულებრივი ლექტორი, თავისი საქმის პროფესიონალი და უსაყვარლესი ადამიანია, რომელიც შეცდომაზეც ისე გითითებს, რომ შეუძლებელია რაიმე გეწყინოს ან ცუდად მიიღო.
გიორგი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და მაქსიმალურად ცდილობს გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება სხვას, ნებისმიერ დროს მზადაა კითხვების საპასუხოდ და დასახმარებლად.
კურსმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. გიორგი ნიჭიერი, ყურადღებიანი და რაც მთავარია ძალიან კარგი გადმოცემის უნარით დაჯილდოვებული ადამიანია.

მსგავსი კურსები

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა. ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.
ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.

ყველა კურსი

სასურველი კურსები